მამია III გურიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამია III გურიელი – გურიის მთავარი, 1689-1713, გიორგი III გურიელის ძე. აფართოებდა სამთავროს ტერიტორიას, იმერეთის მეფისაგან იყიდა საჭილაო-სამიქელაძეოს ტერიტორია.

1701 გიორგი აბაშიძემ და გიორგი ლიპარტიანმა მოკლეს იმერეთის მეფე სიმონი და მამია III გურიელი გაამეფეს. მან 1702 მიატოვა იმერეთის ტახტი და გურიაში დაბრუნდა. I703 დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა ოსმალთა დიდი ლაშქარი. მამია III გურიელი დამორჩილდა მათ და ოსმალეთის ხელში გადავიდა ბათუმის მხარე, 1711 იმერეთის ფეოდალთა ჯგუფმა ტახტიდან ჩამოაგდო იმერეთის მეფე გიორგი VI და გაამეფა მამია III გურიელი. დახმარებისათვის გიორგი VI-მ თავის მოკავშირეს ვახტანგ VI-ს მიმართა. ვახტანგის შუამდგომლობით ახალციხის ფაშამ გიორგი VI-ს ჯარი მიაშველა და მან 1712 დაიბრუნა ტახტი. მამია III გურიელი არ ეშვებოდა იმერეთისათვის ბრძოლას და 17I3 კვლავ შეძლო ერთი თვით დაუფლებოდა იმერეთის ტახტს.

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიის სარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები