გურკლელი ბეშქენ მახუჯაგის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე - ამირეჯიბი XIII ს-ის მეორე ნახევარში. იმყოფებოდა მონღოლთა კარზე (ყარაყორუმში) მეფობის დასამტკიცებლად გაგზავნილ დავით რუსუდანის ძის ამალაში. რუსუდანმა უფლისწულს თან გააყოლა „მცირედ თანაზრდილნი მისნი“ - ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის შვილი ბეგაი და ამირეჯიბი ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე. ბეგა სურამელთან ერთად იგი თან ახლდა ჰულაგუ ყაენისაგან (1256-1265) „უპატიოდ ქმნილ“ და დასავლეთ საქართველოში გადასულ ნარინ დავითს. მის შთამომავალს, სულა გურკნელს ცოლად ჰყოლია შანშე (I)-ის შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის ასული თამარი.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 206, 228, 241, 252;
- ჯოჯუა, გაგოშიძე 2012/2013: 274.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში