გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი” – სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიისათვის ოსმალეთის ხელისუფალთა მიერ 1595 წელს ფისკალური მიზნით შედგენილი წიგნი. დავთრის მიხედვით გურჯისტანის ვილაიეთი მოიცავდა 8 ადმინისტრაციულ ერთეულს – ლივას: ახალქალაქის, ახალციხის, დიდი არტაანის, პეტრეს, ფანაკის, ფოცხოვის, ჩილდირისა და ხერთვისის. თავის მხრივ, ლივები იყოფოდა ნაჰიებად. დასახლებული პუნქტების საერთო რაოდენობა იყო 1160. დავთარი შეიცავს დემოგრაფიული და ეკონომიკური ხასიათის მდიდარ მასალას სამხრეთ საქართველოს იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ოსმალებმა დაიპყრეს. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ყოფილა სოფლის მეურნეობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები