გურჯიძე არჩილ
გურჯიძე არჩილ – (1915 – 1974), დაიბადა სოფელ ბიღაში (ჭიათურა). 1935 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. პირველი ლექსი 1935 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „სტალინელში.“ კიევში სწავლისას ისსაფუძვლიანად გაეცნო უკრაინულ მწერლობას. სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა უკრაინელ პოეტებთან. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია კრებულებისა: „გავთალე ნედლი ლერწამი“, „ლირიკა“, „ფესვები“, „ყველგან ჩემი სახლია“ და სხვ. მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად, ალ. წულუკიძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელად, ამ განყოფილების პოეზიის სექციის ხელმძღვანელად. იყო ჟურნალ „რიონის“ სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი. ბოლოს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის რედაქტორი იყო. მისი უშუალო რედაქტორობით არაერთი მწერლის წიგნი გამოვიდა. დაიღუპა ტრაგიკულად. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.