გუჯაბიძე პარმენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარმენ გუჯაბიძე – (1907-1985), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950) დოცენტი.

დაიბადა სოფელ ჩოჩხათში (ლანჩხუთის რაიონი), 1932 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულ ორგანოებსა და რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში: 1941-1953 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და უმალლესი სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1953-1954 წლებში – აფხაზეთის ენის ლიტერატურისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1963 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიხმის კათედრის გამგეა. აქ მისი რედაქციით გამოიცა სტუდენტებისთვის სამი სახელმძლვანელო ფილოსოფიაში: „დიალექტიკური მატერიალიზმი“ (თბილისი, 1955), „ისტორიული მატერიალიზმი“ (თბილისი, 1957), „ფილოსოფიის ისტორია“ (თბილისი, 1961). 1963-1970 წლებში პ. გუჯაბიძე მოღვაწეობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუმი), სადაც მისი ინიციატივით და რედაქტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო „მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია“ (სოხუმი, 1969). 1984-1985 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

პარმენ გუჯაბიძე მუშაობდა დიალექტიკური მატერიალიხზმისა და ლოგიკის პრობლემებზე.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები