გუჯარეთი (მხარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუჯარეთი – მხარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

უძველესი ხანიდან დასახლებულია, რასაც მოწმობს მრავალი არქეოლოგიური მონაპოვარი: კოლხური ცული, ზოდები, ყალიბი, თოხები და სხვ. ბრინჯაოს ხანიდანაა დასახლებული. ძველად შედიოდა თორის მხარეში, მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა, XIV საუკუნეში სამეფო მამული იყო, XVI საუკუნის ბოლოს ოსმალებმა დაიკავეს. მდიდარია ღირშესანიშნაობებით: თოთხამის, მომწვარას, უზნარიანისა და სარბიელასციხეები, დაბის, მაღალჯვარის, ტიმოთესუბნისა და სხვა ეკლესიები, გამოქვაბულ-სახიზარები.

გუჯარეთი მდიდარი იყო მერქნიანი მცენარეებითა და სამშენებლო ქვით. ვახუშტი ბაგრატიონიც მიუთითებს აქ ქვის მოპოვებაზე, რომელსაც თურმე ნაგებობათა გადასახურავად ხმარობდნენ. ის ფაქტი, რომ ხე-ტყე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველდღიური საჭიროება, ამის დასტურია სოფ. გუჯარეთის შესახებ შემორჩენილი ინფორმაცია: „სააღმშენებლო მასალა, სითბო და სინათლე საცხოვრებლებში, სამუშაო იარაღები, ყოველდღიური მოხმარების საგნები (ლასტი, გოდორი, კალათი), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკვების ნაწილი (ნანადირევი, ტყის ხილი), ყველაფერი ეს აქ ტყესთან იყო დაკავშირებული. … ტყეებში ნახშირს ამზადებდნენ, რომელიც აუცი ლე ბელი იყო მჭედლობაში”. მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია დაბის, მაღალჯვარის, ტიმოთესუბნისა და სხვა დიდი თუ მცირე ეკლესია-სამლოცველო; თოთხამის, მომწვარის, სარბიელის, უზნარიანის ციხეები; გამოქვაბული-სახიზრები. გუჯარეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი სამიმოსვლო გზები, რომლებიც ჯავახეთსა და თრიალეთს აკავშირებდა.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები