გუჯარეთი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გუჯარეთი – სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ოდეთი, ღინტური, წითელსოფელი), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ზემო წელში, ზღვის დონიდან 1580-1670 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 40 კმ მანძილზე. სოფელი დაცარიელებულია. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერით არ არის მუდმივი მოსახლეობა.