დადიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დადიანეთი

დადიანეთი – მაღალმთიანი ლამაზი სოფელია საქართველოში, მდინარე ქსნის ხეობაში (ახალგორის მუნიციპალიტეტში). ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

სახელწოდება

ადგილობრივ მას ხადილაანს უწოდებენ. სოფლის სახელწოდების წარმოშობას აქაური მოსახლეობა სამეგრელოს მთავრის დადიანის სახელს უკავშირებს: „ერთხელ მთავარი დადიანი სტუმრად ჩამოსულა ქსნის ერისთავთან. ჯერ უნადირნიათ, მერე ქეიფსა და დროსტარებას მისცემიან. სტუმარ-მასპინძელს სანაძლეოზე ნარდი უთამაშიათ. თამაშში დადიანს უჯობებია და ჯილდოდ ეს სოფელი მიუღია. მოგებული სოფლისათვის მთავარს თავისი სახელი მიუცია და სოფელს დადიანეთი შერქმევია. სამეგრელოს მთავარს რამდენიმე ხნის შემდეგ აქ თავისი ხალხი, იმერლები, გადმოუყვანია და დადიანეთში დაუსახლებია“ (სოფიო ბერიანიძე). ეს ხალხური გადმოცემა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რამდენადაც ძველი ქართული საისტორიო და ეკონომიკური ძეგლები დადიანეთს, როგორც სოფელს, საერთოდ არ იცნობენ. ქსნის ხეობაში XV საუკუნის II ნახევრიდან ცნობილი იყო სოფელი დადანეთი და არა და დადიანეთი.

სახელწოდება დადიანეთი სწორედ ამ ისტორიული დადანეთისაგან ჩანს გადააზრიანების გზის მიღებული. რაც შეეხება ცნობას დადიანის მიერ ამ სოფელში დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის მცირე ნაწილის გადმოსახლების თაობაზე, არც იგი გამოიყურება სარწმუნოდ, რადგან სოფლის უბნების ადგილობრივი (გვაროვნული) სახელწოდებანი: რევაზიანი, შალიანთკარი, ხადილაანი... აგრეთვე აქ მოსახლე გვარების (ბერიანიძე, ხუციშვილი (ბერიანიძეთა განაყრობა), ჩოხელი, ოდიშვილი) სტრუქტურა დასავლური ანთროპონიმიის კვალს საერთოდ გამოგვარიცხვინებს.

თავის მხრივ ძველი დადანეთიც ანთროპონიმული (გვაროვნუელი) წარმომავლობის ტოპონიმი ჩანს „დადანაშვილების სოფელი“, „დადანას სახლიშვილთა საცხოვრებელი ადგილი.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები