დადინ ბოჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დადინ ბოჟ-ი (ჩეჩნ. Дадин бож – „მამის / ბაბუის თხა“) – ვაინახური ფოლკლორის პერსონაჟი, ადამიანის ენაზე მოლაპარაკე თხა, ცალთვალა დევის მოსამსახურე, მისი ჯოგის მწყემსი („სარღან-ი“). მას კლავს გმირი, რომელმაც დევის ტყვეობიდან თავი უნდა დაიხსნას. გვიანდელ ფოლკლორულ ძეგლებში დადინის თხა პატრონის მტრადაა ქცეული და თავისი რჩევებით ადამიანებს შველის.


ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები