დავითაია ნონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნონა დავითაია

დავითაია ნონა – (1946 – 2015), პოეტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელს ეკში (ახლანდელი სენაკის მუნიცი პალიტეტი). საშუალო განათლება მიიღო ეკის სკოლაში. 1965 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ზუგდიდის მწერალთა კავშირის პოეზიის განყოფილების გამგე, ზუგდიდის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების საქალაქო განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. 1999 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის დაცვა-განვითარების ასოციაცია „ოქროს საწმისი”.

ნონა დავითაია ექვსი წიგნი ავტორია, პოეტური კრებულების გარდა მას ეკუთვნის ნაშრომები ხელოვნების საკითხებზე, მათ შორის წიგნი-კატალოგი „მე ვცოცხლობ ჩემივე სიკვდილით”, რომელშიც 12 ნარკვევია შესული. იგეგმება მისი ლექსების ერთტომეულის გამოცემა. 2015 წელს მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საზოგადო მოღვაწის წოდება.

* * *
მესაუბრე... მესაუბრე გულო...
იმ ზვავების... იმ ტალღების... იმ მთის...
ახლა, როცა ყველაფერი მორჩა...
ახლა, როცა ყველაფერი ითქმის...
მესაუბრე... მესაუბრე გულო...
ცა – მირაჟის... მიწა – მთვარე – თითბრის...
ახლა, როცა ყველაფერი მორჩა...
ახლა, როცა ყველაფერი ითქმის...
მესაუბრე... მესაუბრე გულო...
იმ წვიმების... იმ ქარვების... იმ მზის...
მე, რომელიც დამავიწყდა უკვე...
შენ, რომელიც ხელისგულზე გიზის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები