დავითაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ დავითაშვილი

დავითაშვილი იოსებ – (1850-1887), პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში, ადრე დაობლდა, უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა. თვითგანვითარებას მისდევდა. სამუშაოს გამუდმებულ ძიებაში შემოიარა საქართველო, ამავე დროს აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იყო ხალხოსნობის მიმდევარი.

სარჩევი

შემოქმედება

თვითნასწავლმა პოეტმა ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე (1877-87) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ეს ლექსები თემატური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ უშუალობითა და გულწრფელობით არის აღსავსე. მშრომელი ხალხის ეკონომიური სიდუხჭირის, მათი ცხოვრების, მათი ტკივილებისა და მისწრაფებების ჩვენება იყო ი. დავითაშვილის ლექსთა ძირითადი თემა. მის თხზულებებში, თუმცა კი ყრუდ, ისმოდა სოციალური პროტესტი და მომავლის იმედიანი კილო („მუშის სიმღერა“, „გლეხის პასუხი“, „ბედის წყარო“, თუნდ ვკვდებოდეთ“). ჩაგრულთა ხსნის ერთ-ერთ პირობად პოეტს (ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ი. დავითაშვილის ზოგიერთი ლექსი ხალხური პოეზიის ნიმუშებს უახლოვდება („თამარ დედოფლის ლექსი“, „ჯეჯილი“, „გლეხის მასწავლებელი“), ზოგი ლექსი სიმღერადაც იქცა („სამშობლო“). მას, როგორც თვითნასწავლ პოეტს, დიდად აფასებდნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი. ილია იყო პოეტის პირველი ბიოგრაფი. მისთვის დავითაშვილის მოღვაწეობა დაბალი ფენების გამოღვიძებისა და საკუთარ ფეხზე დადგომის, მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების მანიშნებელი იყო.


თხზულებანი

  • სრული კრებული. 1951.[[1]]

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები