არევაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით არევაძე-დან)
დავით არევაძე – დაიბადა 1941 წლის 7 აგვისტოს თბილისში. — გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (1963).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას (1966-95).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): დამოუკიდებელი მაჟორიტარი, №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1992-95).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).