მესხი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით მესხი-დან)
დავით მესხი − (ფსევდონიმები: „ცივი“, „სამშაბათელა“, „კვირიკე“), (1860-1943), დრამატურგი, თეატრალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. ს. მესხის ძმა.
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოწაფეობის დროიდანვე „დროებაში“ აქვეყნებდა ფელეტონებს. მის ნაწერებს ბეჭდავდა „კოლხიდა“, „იმერეთი“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ნიშადური“. უცხოური და რუსული ენებიდან თარგმნიდა და აქვეყნებდა პიესებს, სცენებს („სუსტი მხარე“, „მედეა“, „ადრიენა ლუკუვრეი“). წერდა ორიგინალურ კომედიებსაც (აღსანიშნავია „გემრიელი ლუკმა“, 1898). მსახიობად ირიცხებოდა ქართული თეატრის დასში. 1935 წ. „მნათობში“ გამოქვეყნდა მისი „მოგონებანი“, რომელიც ცალკე წიგნადაც გამოიცა (1940).
ლიტერატურა
- გ. მეფისაშვილი, მესხების ოჯახი. 1961.