ფელეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფელეტონი – (ფრანგ. feuilleton < feuille – ფურცელი), მცირე ფორმის სტატია, რომელიც უფრო ხშირად მანკიერი სამეცნიერო ან ლიტერატურული ნაწარმოების, არაჯანსაღი საზოგადოებრივი მოვლენის მხილებასა და კრიტიკას მოიცავს. იგი პირველად საფრანგეთში დამკვიდრდა, თეატრალური და ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე მახვილგონიგრულად დაწერილი კრიტიკული საგაზეთო სტატიის სახით.

ქართული ფელეტონის დამამკვიდრებელნი არიან შესანიშნავი ფელეტოხების ავტორები ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვა სამოციანელები.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები