დავით (დოდო) აბაშიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით (დოდო) აბაშიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში; ძველი თბილისის რაიონი (ძელი კუკია); დავით აღმაშენებლის გამზირიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX ს. II ნახევარში. მას თავდაპირველად ფონის შესახვევი (დატანილია თბილისის 1867 წ. გეგმაზე), შემდეგ, კი ელექტრონის ქუჩა (აერთებდა ყოფ. პლეხანოვის პროსპექტზე გამავალ ტრამვაის ხაზს. ქალაქის ტრაშეის ელექტროსადგურთან) ერქვა. თბილისის ქუჩების 1926 წ. ცნობარში შეტანილია როგორც მეჩნიკოვის ქუჩა (იხ. ი. მეჩნიკოვი). 1990 წელს დ. აბაშიძის სახელი ეწოდა.