დათვთა მემღერნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დათვთა მემღერნი – უძველესი ქართული თეტრალური ტერმინი. ქართულ ლიტერატურაში პირველად ნახსენები აქვს ექვთიმე მთაწმინდელს (955-1028) და არსენ იყალთოელს (მე-11–12 ს.). „დათვთა თამაში” მოხსენიებულია, აგრეთვე, ქართული ხალხური სიტყვიერების ლიტერატურულ ძეგლებში.

„მღერა“ ძველ ქართულში ვინმეს დაცინვას, გაკილვა-გაკიცხვას ნიშნავდა. მოკიცხვარი კი, საბას განმარტებით, „სხვის მსგავსად მოუბარია“. აქედან გამომდინარე, „დათვთა მემღერნი, თანამედროვე გაგებით, იყვნენ სატირიკოსები, რომლებიც დათვის ბაძვით ამხელდნენ მანკიერ ადამიანურ თვისებებს.“

დ. ჯანელიძე


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები