დათრობა პათოლოგიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დათრობა პათოლოგიური - (F 10.07), (intoxication, pathological), სინდრომი ვითარდება ალკოჰოლის არაპროპორციულად მცირე რაოდენობით მიღებისას და რომელიც ხასიათდება ძლიერი აგზნებითა და აგრესიით (ზოგჯერ – დევნის აზრებით) გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში და მთავრდება ძილით. როგორც წესი, ადგილი აქვს ამნეზიას მოცემული ეპიზოდის მიმართ.
აღნიშნული მდგომარეობის დადგენას ძირითადად მნიშვნელობა აქვს სასამართლო ფსიქიატრიაში.
სინონიმ
იდიოპათიური ინტოქსიკაცია