დაისელი ვანლერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანლერ დაისელი

დაისელი ვანლერ – (1903 – 1932), ქართველი პოეტი და მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი — ივანე ბაბუაძე. 1927 წლიდან სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ლიტერატურული ორდენის „სომნამბულების“ დამფუძნებელია. იგი თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და წითელ დიქტატურას. მხოლოდ 1922-1925 წლებში სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. იგი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა, 1932 წელს არხანგელსკში ქრება მისი კვალი. სავარაუდოდ ის 1932 წელსვე შეეწირა რეჟიმს, იმსხვერპლა პოლიტიკურმა რეპრესიებმა. ვანლერ დაისელი ავტორია პოეტური კრებულებისა: „მზის სისხლი” (1926), „გული და დღეები” (1927), „გუშინ და ხვალ” (1928). ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობა „ლივილა” (1927).


* * *
გულის მწვერვალი ცას მივაბჯინე
მე ღამის გრდემლზე გული გავჭედე
ვისვრი ვარსკვლავებს როგორც ნაპერწკლებს
საუკუნეებს ჭამენ ლანდები
ბრილიანტების ლაბირინთებში.
მზეების ტუჩი მკერდზე მადნება
ქართულ სუნთქვაში ნაბივრიტები.
გულში გავთხარე ლექსის მადნები...
ეხლა ქარების ქარვის რთველია
გული გავიწვი ვნების მავთულით.
სულო! რარიგად სადარდელია,
პოეტის ცრემლით მიწა ქართული.
გიჟი ღმერთები სადღაც მღერიან...
ალბათ ეს გლოვაც სიამაყეა.
ცხელი მკლავები მიწა მშობელის
გაგუდულ დღეებს სულში მაყრიან,
რომ დავიმდუღრო გული შოპენით.
მე დროს გავართობ ასე ნაღვლიანს.
ამდენი ლოდინით ცა გადაიწვა
გრძნობაც მძიმდება დილის მოსვლამდე.
შენს შესახვედრად მზეს გადავიცვამ,
როგორც შელლი და როგორც მოცარტი.
მე გულმხურვალე გეტყვი: მობრძანდი...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები