დალიბალთაიანი გურგენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურგენ დალიბალთაიანი

გურგენ არუთინის ძე დალიბალთაიანი – (05.06.1926 - 01.09.2015), სომეხი გენერალ-პოლკოვნიკი (04.06.1996), სომხეთის ეროვნული გმირი (2021, სიკვდილის შემდეგ).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის, სოფელ დიდ არაგიალში (ახლ. ნინოწმინდის რაიონი), გლეხის ოჯახში.

1944 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და გააგზავნეს მახაჩყალას ქვეით სას წავლებელში.

1947-1951 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ტამანის წითელდროშოვანი 89-ე მსროლელი დივიზიის, 526-ე ცალკეული პოლკის ოცმეთაურად (ქ. ეჩმიაძინი).

1951-1956 წლებში მსახურობდა იმავე პოლკის სასწავლო ასეულის მეთაურად.

1956-1957 წლებში მეთაურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, 73-ე მექანიზირებული დივიზიის, 34-ე მსროლელი პოლკის ასეულს (ქ. ერევანი).

1957-1958 წლებში მსახურობდა იქვე, ბატალიონის შტაბის უფროსად.

1961 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემია.

1961-1963 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 295-ე მოტომსროლელი დივიზიის, 135-ე პოლკის ბატალიონის მეთაურად. (ქ. პრიშიბი, აზერბაიჯანის სსრ).

1963-1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, მე-60 მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაურის მოადგილედ.

1965-1967 წლებში მსახურობდა იმავე პოლკის მეთაურად.

1967-1969 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, 23-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილედ (ქ. კიროვობადი, აზერბაიჯანის სსრ).

1968 წლის 2 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1969 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის, სამეთაურო შემადგენლობის მომზადების უმაღლესი აკადემიური კურსები. 1969-1975 წლებში მსახურობდა ციმბირის სამხედრო ოლქის, 242-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად (ქ. აბაკანი).

1971 წლის 22 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1975-1980 წლებში მსახურობდა სამხრეთის ჯარების ჯგუფის, შტაბის უფროსის I მოადგილედ (ქ. ბუდაპეშტი).

1978 წელს გახდა გენერალურ შტაბთან არსებული, უმაღლესი აკადემიური კურსების მსმენელი.

1980-1987 წლებში მსახურობდა ჩრდილი-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილედ საბრძოლო მომზადების დარგში (ქ. დონის როსტოვი).

1987-1991 წლებში იმყოფებოდა თადარიგში.

1991 წლიდან მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, თავდაცვის კომიტეტის მთავარი შტაბის უფროსად.

1991-1993 წლებში მსახურობდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად – სომხეთის თავდაცვის მინისტრის I მოადგილედ.

1992 წლის 29 მაისს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1993-2007 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველი – მთავარი სამხედრო ინსპექტორი.

2007 წლამდე მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად.

2007 წელს წლოვანების გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარ. სომხეთის რესპებლიკის საბრძოლო ჯვრის I ხარ. (1998), ნერსეს შნორალის ორდენებით.

2001 წელს იქნა არჩეული ერევნის საპატიო მოქალაქედ.

დაკრძალულია ქ. ერევანში, ერაბლურის მემორიალურ სასაფლაოზე.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები