დამპალას ციხე-გალავანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამპალას ციხე-გალავანი - დამპალას ციხე-გალავანი მდებარეობს სოფელ ვაზიანის ცენტრში. აგებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. ნაშენია რიყის ქვით, აგური გამოყენებულია კოშკების კონსტრუქციის ადგილებში და ქონგურებზე.

ციხე-გალავანი ძლიერ დაზიანებულია: გალავნის დიდი ნაწილი და კოშკების ზედა სართულები დანგრეულია. გალავანი ორიარუსიანია, თითქმის კვადრატული (32,2X38,6 მ). შესასვლელი აღმოსავლეთ მხარესაა. ქვედა იარუსი ყრუა, ზედაში კი სათოფურებია დატანებული. საბრძოლო ბილიკი ხის ყოფილა. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას. კოშკების პირველი სართული ყრუკედლებიანია, შესასვლელი მეორე სართულზეა. მეორე და მესამე სართულის კედლებში თითო ბუხარი და სათოფურია, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები