დამხმარე ნოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დამხმარე ნოტი
1. არააკორდული ბგერა, მოთავსებული სეკუნდით ზემოთ ან ქვემოთ აკორდული ბგერიდან, რომელსაც ის ჩვეულებრივ მოსდევს და რომელშიც შემდეგ გადაწყდება. „ფიგურაციის“ ელემენტი.
2. „მელიზმებში“ – ბგერა, მდებარე სეკუნდით ზემოთ ან ქვემოთ ძირითადი ბგერიდან; იგი ან იგულისხმება მელიზმის მოცემული სახის პირობითი ნიშნით (მაგ., „მორდენტი“), ან ამოწერილია დამატებითი წვრილი ნოტით.