დანამატი წიაღები
დანამატი წიაღები — დანამატი წიაღები ჰაეროვან უჯრედებს წარმოადგენენ. ეს წიაღები თვალბუდისა და ცხვირის ღრუს ირგვლივ მდებარეობენ.
დანამატი წიაღები
- — ზედა ყბის წყვილი წიაღი, ცხვირის ღრუს ლატერალურად მდებარეობს და მისი ბუნებრივი სავალი ამ წიაღის ფსკერიდან მაღლა – შუა სავალში იხსნება. ამიტომ მისი დრენირება ხანდახან ჭირს.
- — ეთმოიდური წიაღი – მრავალი პატარა ჰაეროვანი უჯრედისაგან შემდგარი, თვალბუდეებს შორის მოთავსებული წიაღების გროვაა. ეს სტრუქტურა ორ ნაწილად იყოფა: წინა და უკანა ეთმოიდური წიაღები.
- — სფენოიდალური წიაღი – ცხვირის ღრუს უკან, ცხვირ-ხახისკენ ქალას ფუძის ქვეშ მდებარეობს. მის უკან და ზემოთ
მდებარეობს sella turcica – ჰიპოფიზი. ამიტომ ნეიროქირურგიაში, ჰიპოფიზის ადენომის ოპერაციების დროს, ხშირად იყენებენ ენდონაზალურ მიდგომას. ამ წიაღთან უშუალო სიახლოვეშია შიდა საძილე არტერია, მხედველობის ნერვი და კავერნოზული სინუსი. როდესაც სფენოიდალური წიაღის პათოლოგია მძიმდება, ხშირია ამ სტრუქტურების დისფუნქციის კლინიკური ნიშნები. მაგალითად, მხედველობის ფუნქციის დარღვევა.
- — ფრონტალური წიაღი – მისი ზომები ინდივიდუალურია და არასდროს არ არის სიმეტრიული, თუნდაც ერთ ადამიანში.
მისი აგენეზია (განუვითარებლობა) არცთუ ისე იშვიათია. მისი დრენირება, წინა ეთმოიდური უჯრედების გავლით, შუა სავალში ხდება. ამიტომ შესაძლებელია ეთმოიდური სინუსის ანთებამ ჩაითრიოს ფრონტალური სინუსიც. ძალიან ხშირად, ოპერაციული ჩარევის დროს, საკმარისია ეთმოიდური წიაღის გათავისუფლება და ფრონტიტის პრობლება ამით თავისთავად გვარდება.
წიაღების დრენირება და აერაცია
ე. წ. წინა სინუსები: მაქსილარული, წინა ეთმოიდური, ფრონტალური დრენირდება ერთიანი სისტემით შუა სავალში. მას ხშირად infundibulum-ს ანუ ძაბრს უწოდებენ.
უკანა სინუსები (სფენოიდალური და უკანა ეთმოიდური), ცხვირ-ხახისკენ, ცხვირის ღრუს უკან დრენირდება.