დანაღმვის ზღუდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანაღმვის ზღუდე - ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც გამიზნულია დანაღმული ველების მოსაწყობად და ცალკეული ობიექტების (ხიდების, ვიადუკების და ა.შ.) ნგრევისთვის მოწინააღმდეგის წინსვლის შეყოვნებისა და მისთვის დანაკარგის მიყენების მიზნით.

დანაღმვის ზღუდეს ნიშნავენ მოწინააღმდეგის იერიშების, კონტრიერიშების (კონტრდარტყმების) მიმართულებებზე, საკუთარი ჯარების გაშლის ზღუდის, საშიში ფლანგების, პირაპირებისა და შუალედების ღობურებით დასაფარავად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები