დანდაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დანდაზი – აივნის მორთულობა – საცხოვრებელი სახლის აივნის ბოძებს შორის მოთავსებული ხის აჟურული ფიცარი. გავრცელებული იყო საქართველოში სხვადასხვა სახელებით: „ფარდები“ (ქართლი, კახეთი, თუშეთი), „დანდაზი“ (ქვ. ქართლი), „დასტანდაზი“ (კახეთი), „ფიგურები“ (რაჭა), „თაღები“ (იმერეთი), „შაბაქა“ (ზემო რაჭა). დანდაზის დაჭრელებული ფიცრების ხელოვნება მნიშვნელოვანია ქართულ ხალხურ ორნამენტიკაში და იგი ხითხუროობას განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს.