დანელია ბათუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუ დანელია

დანელია ბათუ – (1950), ნამდვილი სახელი – ბართლომე, ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ზანათში (აბაშა). 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. არის ავტორი შემდეგი კრებულებისა: „ქალაქი ფრთებქვეშ” (1982), „წყნარი ქუჩა” (1986), „ტიხარი” (1987), „მოგესალმებით არსაიდან” (1993), „მარტოობის ზამთარი” (1997), „გადასახედი” (1998), „მთვარის დღესასწაული” (2003), „სიყვარული ბალასტია” (2013). გამოცემული აქვს ასევე იოსიფ ბროდსკის და ბორის პასტერნაკის ლექსების ქართული თარგმანები.


მთაწმინდის წერილი მეტეხს
როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს –
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები