დანელია ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ დანელია

დანელია ზურაბ – (1947 – 2018), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ლეხაინდრაოში (მარტვილი). დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 2014 წელს გამოიცა მისი წიგნი, რომელიც აერთიანებდა ორიგინალურ პოეზიას და თარგმანებს. გამოცემული აქვს ბავშვის ენის ლექსიკონი „მოგზაურობა საქართველოს წყლისქვეშეთში”, მეგრულად თარგმნილი აქვს „ვეფხისტყაოსანი”.


გამოთხოვება სამოცდაათთან
ქვას ვლოკავდი თუ ვძოვდი იალაღს,
სრას ვაგებდი თუ ერდოს ვცვეთავდი,
სულ მისხალ-მისხალ, თათარიახნად
მიჰქონდა წარსულს ბოლო წვეთამდი...
რომ ვუბერავდი ხანძრებს მე წინათ,
სხვა აგიზგიზებს დღეს იმ ხანძარებს...
მაგრამ ნუ ფიქრობთ, მთლად ჩამეძინა,
დღეს წარსულს ვცოხნი
ხან ტკბილს... ხან მწარეს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები