დანიბეგაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი დანიბეგაშვილი

გიორგი დანიბეგაშვილი – (31 მაისი 1986, თბილისი საქართველო) − მულტიდისციპლინარული ხელოვანია, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.

2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. 2017 წელს მისი ნამუშევარი პრესტიჟული ფრანსუა შნაიდერის ფონდის მიერ კონკურსის „თანამედროვე ტალანტები“ ფინალისტთა შორის შეირჩა. 2021 წელს დანიბეგაშვილი ევროპის გამოყენებითი ხელოვნების პრიზის ფინალისტთა სიაში მოხვდა. 2023 წელს, აშშ-ში, მისი ნამუშევარი „შიშველი“ Loewe Foundation Craft Prize- ის მეექვსე გამოცემაში ფინალისტთა შორის დასახელდა.

2024 წელს, გიორგი დანიბეგაშვილი მიქელანჯელოს ფონდმა Homo Faber-ის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.

მისი ბოლო გამოფენები მოიცავდა პერსონალურ გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმში, ასევე ჯგუფურ გამოფენებს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე Handwerksmesse München, მიუნხენი, ისამუ ნოგუჩის მუზეუმი, აშშ, და Fondazione Giorgio Cini, ვენეცია.



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები