ობერი დანიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დანიელ ობერი-დან)
ობერი დანიელ ფრანსუა ესპრი − (29 იანვარი 1782, კანი – 12 მაისი 1871, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკის მოღვაწე. 1842-იდან პარიზის კონსერვატორიის დირექტორი, 1857-იდან სამეფო კარის კაპელმაისტერი. ობერი 40-ზე მეტი ოპერის ავტორია, რომელთა უმეტესობა კომიკურია. ამავე დროს, ჯ. მეიერბერთან ერთად ობერი „დიდი ოპერის“ ჟანრის ერთ-ერთი შემქმნელია („პორტიჩელი მუნჯი ქალიშვილი“ ანუ „ფენელა“, 1828). მისი კომიკური ოპერებიდან პოპულარობა მოიპოვა „ფრა დიავოლომ“ (1830), „ბრინჯაოს ცხენმა“ (1835), „შავმა დომინომ“ (1837). თბილისში დაიდგა ობერის ოპერები „ფენელა“ (1853) და „ფრა დიავოლო“ (1879).