დარგომიჟსკი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე დარგომიჟსკი

დარგომიჟსკი ალექსანდრე სერგეის ძე -რუს. Александр Сергеевич Даргомы́жский (2. II. 1813, სოფ. ტროიცკოე, ტულის ოლქი, – 5. I. 1869, პეტერბურგი), რუსი კომპოზიტორი.

1835 გაიცნო მ. გლინკა, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია მის შემოქმედებას. 1837-41 დაწერა პირველი ოპერა „ესმერალდა“ (ვ. ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მიხედვით, დაიდგა 1847 მოსკოვში). 40-იან წლებში შექმნა მრავალი რომანსი, („მე თქვენ მიყვარდით“, „ქორწილი“, „ღამის ზეფირი“). დარგომიჟსკის მთავარი ნაწარმოებია ოპერა „ალი“ (პუშკინის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, დაიდგა 1856 პეტერბერგში).

გლინკასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა რუსულ კლასიკურ სამუსიკო სკოლას. მის შემოქმედებაში აისახა XIX ს. 40-60 -იანი კრიტიკული რეალიზმის ტრადიციები. მხატვრული სახის შექმნისას დარგომიჟსკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიტყვათა ინტონაციებს. ეს პრინციპი განსაკუთრებით გამოჩნდა პუშკინის პატარა ტრაგედიის უცვლელ ტექსტზე დაწერილ ოპერა „ქვის სტუმარში“ (დაამთავრეს ც. კიუიმ და ნ. რიმსკი-კორსაკოვმა, დაიდგა 1872), რომელიც თითქმის მთლიანად – მელოდიურ რეჩიტატივს ემყარება.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები