დარეჯანიანთა ეპოსი ოსეთში
დარეჯანიანთა ეპოსი ოსეთში – დარეჯანები ანუ, ოსური გამოთქმით, დარეძანტი, სახელოვანი გმირები არიან და მეორე ადგილს იჭერენ ოსურ ეროვნულ ფოლკლორში ნართების შემდეგ. პირველი თაობისდარეჯანიანები ამირანი და მისი ძმებია, შემდეგ როსტომი, ბეჟანი ტარიელი და ბოლათგურდი. „ნართ“, „ნარტონ“, „დარეძანტი“ ეპითეტის მნიშვნელობითაც იხმარება და მამაცური საქმის ჩამდენთა მიმართ ითქმის. დროთა განმავლობაში რწმენა შემუშავდა თითქოს „დარეჯანიანები ისეთი ხალხი იყო, რომ ღმერთისათვის რაც უნდა ეთხოვათ, ის ყველაფერს შეუსრულებდათ“ („ამირანი, ბადრი და მისირბი). დარეჯანიანთა ეპოსის გმირები მაღალი მორალური თვისებებით ხასიათდებიან: „დარეჯანებს რა სიტყვასაც ეტყოდით – სჯეროდათ, თითონაც რა სიტყვასაც მოგცემდნენ – პატიოსნად ასრულებდნენ” (როსაფის ამბავი“).
დარეჯანიანთა ეპოსი ოსეთში რთული სიუჟეტური შედგენილობისაა მასში ხუთი ძირითადი ციკლი გამოიყოფა:
1. მიჯაჭვული ამირანის ციკლი, რომელიც წარმოდგენილია ნაწარმოებებით: „ამირან დარეჯანიანის დაბადება“, „ამირანი, ბადრი და მისირბი,, „დარეჯანიანთ ამირანი და მზეთუნახვი თამარი“ და
„სხვ.
2. ვეფხისტყაოსნის ·ციკლი: .„როსაფის ამბავი“, „ტარიელი“.
3. როსტომის ციკლი: „როსტომი და ბეჟანი, „ამბავთ იმაზე, თუ დარეჯანიანმა როსტომმა როგორ მოკლა თავისი შვილი“..
4. ყარამანის ციკლი: „დარეჯანიანი ყარამანის დაკარგვა“, „თარანელები და თურანელები“.
5. მადლიერი მკვდრის ციკლი: „დარეჯანიანთ ბოლათგურდი“.
ხუთივე ჯგუფი ქართულ ფოლკლორში იღებს სათავეს და ზეპირი კონტაქტის მეოხებით გავრცელდა ოსურ ენაზე. დარჯანიანთა ეპოსის გავრცელების ეს გზა ლიტერატურული წყაროებით ადვილად მტკიცდება. (ამირანდარეჯანიანი, ვეფხისტყაოსანი (როსტომიანი ყარამანიანი), სიუჟეტებმა, ამირანის თქმულებამ კერძოდ, ოს ხალხში ცვლილებები განიცადა და ადგილობრივი კოლორიტი შეიძინა.