დარვიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დარვიში (დერვიში) – (სპარს.–თურქ.–არაბ. – იგივე ფაკირი ღარიბ-ღატაკი, მათხოვარი, უპოვარი) – ვიწრო მნიშვნელობით, კარდაკარ მოხეტიალე ან დერვიშთა სავანეში მცხოვრები ასკეტი მისტიკოსი; ფართო მნიშვნელობით სუფია. ბერი დერვიში მუდმივად ან დროებით ცხოვრობდა დერვიშთა სავანეებში (ხანაკა, ზავია, თაქია, სიბატი), სადაც ახალგაზრდა დერვიშები იმყოფებოდნენ სავანის მეთაურის, ბერ-მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ.