დარლინგი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარლინგი – მდინარე ავსტრალიაში, სათავეს იღებს შტატ ახალი სამხრეთი უელსის ჩრდილოეთით დიდი წყალგამყოფი ქედიდან, მისი სიგრძე 2740 კმ-ია. დარლინგი კონტინენტის ყველაზე წყალუხვი მდინარეა, თუმცა მისი საშუალო წლიური ჩამონადენი 15 კმ3 არ აღემატება (მდ. რიონზე ოდნავ მეტი). მთლიანი აუზის ფართობი შეადგენს 1057 ათას კმ2. ახასიათებთ დონეების ძლიერ რყევადობა. ზაფხულის წყალდიდობა ხშირად კატასტროფული ხასიათისაა და იწვევს ვრცელი ტერიტორიების დატბორვას. ზამთრის მშრალ სეზონში დონე მდინარეებზე ძლიერ კლებულობს. დარლინგის კალაპოტი ზემო დინებაზე შრება.


წყარო

ავსტრელიისა და ოკეანიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები