დარღავსარი ჩიზგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარღავსარი ჩიზგ-ი (ოს. Даргъæфсары чызг – „დარღავსარის ასული”) — ნართული ეპოსის პერსონაჟი, არანართი ამორძალი ქალიშვილი, ნართი ბოლათბარზაის ცოლი, ქალთა ლაშქრის შემქმნელი და მეთაური; მოსისხლისა და ნართების დაუძინებელი მტრის — მალიქების მოკავშირის — ბარხუნ ნოზის ძის გამანადგურებელი; ორთაბრძოლაში ამარცხებს ქმრის მკვლელს, შვიდთავიან დევს — აფსარონს.

გადმოცემები დარღავსარის ქალიშვილზე ერთ-ერთი იმ ეპიზოდთაგანია, რომელიც ნართული ეპოსის უძველეს პლასტებს განეკუთვნება და ამორძალთა და სკვითთა ურთიერთობის შესახებ ჰეროდოტეს მიერ შემონახულ ცნობებს ეხმაურება. აქვე უნდა ითქვას, რომ ნართული ეპოსის მეომარ ქალთა რიცხვს განეკუთვნებიან სათანა, რომელიც, ზოგი ვარიანტით, თავის საქმროებს ორთაბრძოლებში იწვევს და აგუნდა — შავთავიან დევებთან (ვაიგებთან) მებრძოლი ნართი ქალიშვილების ლაშქრის მეთაური.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948;
  • Туганов М. Литературное наследие. Орджоникидзе, 1977;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები