დასვენების რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დასვენების რაიონი - ადგილმდებარეობის მონაკვეთი, სადაც ჯარები დიდ მანძილზე მარშის შესრულებისას სადღეღამისო გადასვლის შემდეგ, პირადი შემადგენლობის დასვენების, ტექნიკის მომსახურების, მარაგის შევსების მიზნით ჩერდებიან. ირჩევენ მოძრაობის მარშრუტების მახლობლად. 3-5 დღიანი გადასვლის შემდეგ ინიშნება სადღეღამისო დასვენება.