თანამონაწილეობის ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დასწრების ეფექტი-დან)
თანამონაწილეობის ეფექტი (დასწრების ეფექტი), – ილუზია ფსიქოლოგიური ერთიანობისა მაყურებლის და კინოთეატრის ეკრანზე წარმოსახული მოქმედებისა.
თანამონაწილეობის ეფექტი განსაკუთრებით საგრძნობია პანორამულ და, კერძოდ, ფართოფორმატიან კინემატოგრაფში სტერეოფონიული ხმოვანებით. თანამონაწილეობის ეფექტი ძლიერია, როდესაც ეკრანის სივრცის ხედვისას - მაყურებლის ე. წ. პერიფერიული მხედველობაც აქტიურად მონაწილეობს.