ილუზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილუზია - გარეგანი სტიმულის მცდარ აღქმას წარმოადგენს. ის აღმოცენდება მაშინ, როდესაც სენსორული სტიმულაციის ზოგადი დონე დაქვეითებულია და ყურადღება არ არის ფოკუსირებული რელევანტურ სენსორულ მოდალობაზე. მაგ., სიბნელეში ბუჩქის კონტური თავიდან შეიძლება ადამიანად აღიქმებოდეს (თუ ყურადღება არ არის კონტურზე ფოკუსირებული).

ილუზიები შეინიშნება ცნობიერების დონის დაქვეითების დროსაც, თუნდაც ნორმალური განათების პირობებში (მაგ., დელირიუმის მქონე ადამიანებთან). როგორც ნორმალური მდგომარეობის, ასევე დელირიუმის დროსაც, ილუზიების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია მაშინ, როდესაც პიროვნება შფოთვას განიცდის. ამიტომ ბნელ ქუჩაში ბუჩქის კონტურს ადამიანად უფრო შეშინებული პიროვნება აღიქვამს, ვიდრე მშვიდ მდგომარეობაში მყოფი.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები