დელირიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დელირიუმი - (F05), (delirium), ეტიოლოგიურად არასპეციფიკური, ორგანული ცერებრალური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცნობიერების, ყურადღების, აღქმის, აზროვნების, მეხსიერების, ფსიქომოტორული მოქმედების, ემოციის და ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევათა თანაარსებობით. დელირიუმი გარდამავალი მდგომარეობაა, რომელიც მერყეობს სიმძიმის ხარისხის მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობაში გამოჯანმრთელება ხდება 4 კვირაში ან უფრო ადრე, მაგრამ იშვიაობას არ წარმოადგენს დელირიუმი, ხანგრძლივობით 6 თვემდე. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

დელირიუმისთვის დამახასიათებელია ცნობიერების გლობალური გაუარესება (გაბრუებიდან კომამდე), რაც იწვევს გარე მოვლენების აღქმისა და მათ მიმართ ყურადღებისა და სიფხიზლის დაქვეითებას. ამ მდგომარეობას სხვა ტერმინებითაც აღნიშნავენ, მაგ., „კონფუზიური მდგომარეობა” ან „მწვავე ორგანული სინდრომი”, თუმცა, ორივე კლასიფიკაციაში გამოყენებულია ტერმინი „დელირიუმი”.

დელირიუმი უვითარდება თერაპიულ და ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 15-30%-ს; უფრო მეტს - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (Lipowski, 1990). დელირიუმი უფრო ხშირად უვითარდებათ ხანდაზმულ პირებს, რომლებსაც „შეზღუდული ცერებრული უნარები” ან დემენცია აქვთ. პროგნოზი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ძირითადად, პაციენტები მალე გამოდიან მდგომარეობიდან, ხოლო შემთხვევათა 25% სამი თვის მანძილზე ლეტალურად მთავრდება. მონაცემები იმის თაობაზე, რომ დელირიუმი დემენციაში გადადის, არ არსებობს (დელირიუმისა და მისი მართვის საკითხები იხ. Burns et al., 2004).

სარჩევი

 [დამალვა

კლინიკური ნიშნები

დელირიუმის ძირითადი ნიშანია ცნობიერების დარღვევა. ამ დროს პიროვნება გაბრუებულია, ადგილსა და დროში დეზორიენტირებულია, სრულად ვერ აღიქვამს გარე მოვლენებს და ახასიათებს ყურადღების სწრაფი გადანაცვლება. მწვავე შემთხვევებში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სტუპოროზული მდგომარეობა და არ რეაგირებდეს გარე გამღიზიანებლებზე, თუმცა, უმეტესად, შეცვლილი ცნობიერება ნაკლებად შესამჩნევია. ამდენად, პირველ ნიშნებს, რომლებიც დელირიუმზე მიუთითებენ, მიეკუთვნება: ფსიქიკური ფუნქციების შენელება, ყურადღების გადანაცვლება, აღქმის პათოლოგია და დღეღამური ციკლის დარღვევა.

სიმპტომები და ნიშნები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთსა და იმავე პაციენტს დღის სხვადასხვა პერიოდში ან სხვადასხვა პაციენტს, შეიძლება სრულიად განსხვავებული გამოვლინებები ჰქონდეს. მაგ., ზოგი პაციენტი გაღიზიანებული, მოუსვენარი და ჰიპერაქტიურია და ფსიქოზური სიმპტომები აქვს, ხოლო ზოგი ფსიქომოტორულად შენელებულია და პერსევერაციები აღენიშენება. განმეორებადი, უმიზნო ქცევა ორივე მდგომარეობისთვისაა დამახასიათებელი. აზროვნება შენელებული და აბნეულია, თუმცა, აზრის გაგება შესაძლებელია. ხშირია დამოკიდებულების იდეები და ბოდვა (უპირატესად, დევნის), მაგრამ გარდამავალი და ნაკლებად ჩამოყალიბებულია. მხედველობითი აღქმა, ჩვეულებრივ, შეცვლილია. დამახასიათებელია ილუზიების, ცრუ შეცნობების ან (ზოგჯერ ფანტასტიკური შინაარსის) ვიზუალური ჰალუცინაციების არსებობა. შეიძლება აღენიშნებოდეს ტაქტილური და სმენითი ჰალუცინაციებიც. ასევე, ხშირია დეპრესია, შფოთვა და ემოციური მერყეობა. პაციენტი შეიძლება შეშინებული ან დაბნეული იყოს. ზოგჯერ პიროვნება აღწერს დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის განცდას. განსაკუთრებით, დარღვეულია ყურადღება და მიმდინარე მოვლენების ფიქსაცია, ამიტომ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, დელირიუმის პერიოდი ამნეზირებულია.

ეტიოლოგია

დელირიუმის ძირითადი მიზეზები ჩამოთვლილია ცხრილში (ცხრილი: დელირიუმის გამომწვევი მიზეზები). ხანდაზმული ასაკი, ზოგადი სისუსტე და არსებული სომატური ან ნევროლოგიური დაავადებები ზრდის დელირიუმის განვითარების რისკს.

დელირიუმის განვითარების პათოფიზიოლოგიური საფუძვლები უცნობია. მდგომარეობის სიმწვავე კორელირებს ეეგ-ზე ცერებრული რიტმის შენელების ხარისხთან. ასევე, ნაჩვენებია ნეიროტრანსმიტერების - დოფამინისა და აცეტილქოლინის, მონაწილეობაც (Trzepacz, 2000).

დელირიუმის გამომწვევი მიზეზები

დელირიუმის გამომწვევი მიზეზები
წამლები
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია
ალკოჰოლური აბსტინენცია და თეთრი ცხელება
ოპიატები
სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები
ნებისმიერი ანტიქოლინერგული მოქმედების პრეპარატები
ნებისმიერი სედაციური საშუალება
დიგოქსინი
შარდმდენები
ლითიუმი
სტეროიდები
სამედიცინო მდგომარეობები
ფებრილური დაავადებები (მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია)
სეპტიცემია
უკმარისობა (ღვიძლის, თირკმლის, გულის)
ჰიპო ან ჰიპერგლიკემია
პოსტოპერაციული ჰიპოქსია
თიამინის დეფიციტი
ნევროლოგიური დაავადებები
ეპილეფსიური კრუნჩხვა (პოსტიქტალური)
ქალა–ტვინის ტრავმა
მოცულობითი სიმსივნეები
ენცეფალიტები
ცერებრული ჰემორაგია
სხვა
ყაბზობა
ფაღარათი
ტკივილი
სენსორული დეპრივაცია


სინონიმი

  • მწვავე ორგანული მდგომარეობა აბნევით


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები