თეთრი ცხელება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეთრი ცხელება - (F10.4), (delirium tremens), დელირიუმით გამოხატული აღკვეთის სინდრომი; მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, რომელიც უვითარდებათ ალკოჰოლზე დამოკიდებულ პიროვნებებს მისი მოხმარების შეწყვეტის პერიოდში ამ დროს სახეზეა:
- ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაციით;
- პარანოიდული განწყობა და ბოდვითი აზრები;
- ილუზიები, ჰალუცინაციები (ჩვეულებრივად – მხედველობითი ან ტაქტილური, იშვიათად – სმენითი, ყნოსვითი, ვესტიბულარული);
- გამღიზიანებლობა, გაფანტულობა, ტრემორი (ზოგჯერ მნიშვნელოვანი);
- ოფლიანობა, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია.
თეთრი ცხელების განვითარებას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ალკოჰოლური აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომები
თეთრი ცხელება ჩვეულებრივად ვითარდება მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტიდან 48 საათის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ერთ კვირაშიც თეთრი ცხელება განსხვავდება ალკოჰოლური ჰალუცინოზისაგან, რომელიც ყოველთვის არ წარმოადგენს აღკვეთის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ფენომენს.
ინგლისურ სასაუბრო ენაში აღნიშნული მდგომარეობა გამოიხატება ტერმინებით „DT“ ან „The horrors“ (საშინელება).