ჰალუცინოზი
ჰალუცინოზი - (F10.5)*, (hallucinosis), შედარებით იშვიათი, მწვავე ან ქრონიკული აშლილობა, რომელიც მანიფესტირდება მუდმივი ან რეკურენტული, ძირითადად მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით, რომლებიც აღმოცენდება ნათელი ცნობიერების ფონზე. ამავე დროს, მოსალოდნელია, პაციენტს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ჰალუცინატორულ განცდათა რეალობის შეგრძნება. შესაძლებელია ჰალუცინატორული განცდების ბოდვითი გადამუშავება, თუმცა ბოდვითი იდეები არ დომინირებს კლინიკურ სურათში.
(F10.5) ამ ხუთნიშნა კოდით აღნიშნული კატეგორია არ შედის დსკ მე-10-ში, მაგრამ მისი ნახვა შესაძლებელია „The C-10 Classification of Mental and Behavioural Disorders. Clinical descriptions and diagnostic guidelines. Geneva, Word Health Organization, 1992“
٭ამ ხუთნიშნა კოდით აღნიშნული კატეგორია არ შედის დსკ მე-10-ში, მაგრამ მისი ნახვა შესაძლებელია „The C-10 Classification of Mental and Behavioural Disorders. Clinical descriptions and diagnostic guidelines. Geneva, Word Health Organization, 1992“-ში).
სინონიმი
ჰალუცინატორული მდგომარეობა
იხილე აგრეთვე
ფსიქოზური აშლილობა, გამოწვეული ალკოჰოლით ან ფსიქოაქტიური ნივთიერებებით