ცნობიერების დაბინდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცნობიერების დაბინდვა - არის მდგომარეობა, რომლის დიაპაზონიც მერყეობს სუსტად გამოხატული დარღვევებიდან აშკარად გამოხატულ სომნოლენტურ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ადამიანი სრულყოფილად ვერ რეაგირებს სტიმულებზე. ამ დროს სხვადასხსვა ხარისხითაა დაქვეითებული ყურადღება, კონცენტრაცია და მეხსიერება; აღინიშნება დეზორიენტაცია. აზროვნება არეულია და არასწორად ხდება ფაქტების ინტერპრეტაცია. ცნობიერების აშლა დელირიუმის სპეციფიკურ ნიშანს წარამოდგენს.