ყურადღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურადღება რაიმე საგანზე ფოკუსირების უნარია, ხოლო კონცენტრაცია ფოკუსის შენარჩუნების უნარს ნიშნავს. ფოკუსირების უნარი ინფორმაციის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც თავის ტვინამდე აღწევს, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგ., ხმაურიან ადგილას საუბრისას. გარდა ამისა ადამიანს უნდა შეეძლოს ყურადღების ერთდროულად წარმართვა ინფორმაციის რამდენიმე წყაროზე (მაგ., როდესაც საჭესთან ზის და თან საუბრობს).

კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება მრავალი სახის პათოლოგიის დროს გვხვდება (დეპრესიული აშლილობა, მანია, შფოთვითი აშლილობა, შიზოფრენია და ორგანული დარღვევები). სწორედ ამიტომ ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევები ვერ გვეხმარება დიაგნოზის დასმის დროს. მიუხედავად ამისა, მათ გარკვეული მნიშვნელობა აქვთ მენეჯმენტის (მართვის) თვალსაზრისით (მაგ., ისინი ზემოქმედებს პაციენტის უნარზე გასცეს და მიიღოს ინფორმაცია ინტერვიუს დროს; ან ხელს უშლის პაციენტს მუშაობაში, მანაქანის მართვასა და თავისუფალი დროის გატარებაში).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები