სტეროიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეროიდი - (steroid) – ბუნებრივი ან ხელოვნური გზით მიღებული ჰორმონი, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის მოლეკულის ბაზაზე წარმოქმნილ რთულ ლიპიდს. იგი მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, ზრდაზე, სქესობრივ და სხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სტეროიდები მოიცავეს ადრენოკორტიკალურ, ტესტიკულარულ, ოვარიალურ ჰორმონებს და მათ წარმოებულებს.

ფსიქოაქტიურ საშუალებათა გამოყენების კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაბოლიტიკურ სტეროიდებს. ეს ნაერთები განეკუთვნება მამაკაცის ჰორმონებს, ზრდის კუნთოვანი ქსოვილის მასას, ქალებში შესაბამისად იწვევს მასკულინიზაციას. ანაბოლიტიკური სტეროიდების მავნედ გამოყენება ხდება სპორტსმენებში ძალის და შესაბამისად სპორტული შედეგების გაზრდის მიზნით. ადრენოკორტიკალური სტეროიდების მავნედ გამოყენება იშვიათად ხდება.



იხილე აგრეთვე

დოპინგი

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები