დაუყაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაუყაჲა (აბაზ. Даукъая) – ბალახეულთა და საძოვართა მფარველი ღვთაება აბაზურ მითოლოგიაში. როგორც კი ნორჩი ბალახი ამოიზრდებოდა და საძოვარზე საქონლის გარეკვისდრო დადგებოდა, მწყემსები დაუყაჲას სახელობის დღეობას აწყობდნენ; ტყავის გრძელი და ვიწრო ნაჭრებისგან შოლტებს წნავდნენ და „დაუს“ ძახილით ჰაერში ძლიერად იქნევდნენ. მათი რწმენით, შოლტების ტლაშუნით წარმოქმნილი ხმოვანება ზამთრის ძილისგან დაუყაჲას „გამოაღვიძებდა“ და ბალახიც სწრაფად გაიზრდებოდა. შემდეგ კი ღვთაებას თხას ან ცხვარს სწირავდნენ და საწესო სუფრასთან დასხდომამდე უმღეროდნენ:

დაუყაჲა!
ცხვრის მწყემსი „დაუს“ ყვირის,
დაუყაჲა!
მეცხენე „დაუს“ ყვირის,
დაუყაჲა!
მეჯოგე „დაუს“ ყვირის,
დაუყაჲა!
გაიღვიძე და მწვანე ბალახი გამოუშვი,
დაუყაჲა!


ლიტერატურა

Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები