დაღესტნის მთის ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dagestancxvari.PNG

დაღესტნის მთის ცხვარი - ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ზოოტექნიკოსებისა და მწყემსების მიერ დაღესტანში 1932 — 1950 წლებში. შესაჯვარებლად გამოიყენეს ადგილობრივი მქისემატყლიანი ნერბები და ვიურტემბერგული ჯიშის ყოჩები, აწარმოებდნენ მიღებული ნაჯვარი თაობიდან სასურველი ტიპის ცხოველების გადარჩევა-შერჩევას და მაღალი მთის პირობებში მიმართულ გამოზრდას.

ნერბების ცოცხალი წონა 50 — 55 კილოგრამია, ყოჩებისა 80 - 85 კილოგრამი. კანის ნაოჭები არა აქვს. მატყლი სინაზით უპირატესად, 58 და 56 ხარისხისაა. წლის ნაზარდი მატყლის ბეწვთა სიგრძე საშუალოდ 8 - 9 სანტიმეტრია. საწმისს შტაპელური აგებულება აქვს, საკმაოდ გამოთანაბრებულია. საშუალო წლიური ნაპარსი (წლიური კანძის წონა) ნერბებში უდრის 3,3 კილოგრამს, ხოლო ყოჩებში — 5,5 კილოგრამს. საუკეთესო ნერბები 5,2 კილოგრამ მატყლს იპარსავენ, ხოლო საუკეთესო ყოჩები - 6,8 კილოგრამს. მატყლის სუფთა გამოსავალი 52 — 55°/3-ს შეადგენს და, ამდენად, ცოტა უფრო ნაკლებია, ვიდრე ციგაის ჯიშის, სადაც მატყლის სუფთა გამოსავალი 55 — 60%-ია; უახლოვდება ყაზახურ არხანომერინოსს (50 — 55°/), რამდენადმე სჭარბობს ყაზახურ ნაზსაწმისიანს (45 — 489/6) და პრეკოსსაც (48 — 50°/ ).

ყველაზე უფრო ძვირფასი თვისება ამ ცხვრის ის არის, რომ ამტანია და კარგად უძლებს დაღესტნის მაღალი მთის მკაცრ პირობებს, რაც საგრძნობლად განსაზღვრულია ამ ცხვრის მაგარი ძვალეულით, ჯანსაღობითა და სხეულის სწორი აგებულებით.


წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები