დაშორიშორებული ბაზირების პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაშორიშორებული ბაზირების პუნქტი - ხომალდების (საბრძოლო კატარღების ჯგუფის) დგომის, მომარაგებისა და რემონტის ადგილი საზღვაო ძალების ბაზირების რაიონში (ზონაში), რომელიც შერჩეულია მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების საფრთხის წარმოშობისას ხომალდების დაშორიშორების მიზნით.
დაშორიშორებული ბაზირების პუნქტში შეიძლება მოეწყოს სამანევრო ბაზირების პუნქტი, ამავე დროს იგი შეიძლება წარმოადგენდეს ქარისა და ტალღებისაგან ბუნებრივი საფრებით დაცულ ღუზაზე სადგომს.