დაწებებული ძელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაწებებული ძელი

დაწებებული ძელი – მზიდი კონსტრუქციული ელემენტი, დამზადებული ერთმანეთთან შეწებებული თხელი ფიცრებისაგან. დაწებებული ძელი (კოჭი) ნატურალური მერქნის წარმოების კანონზომიერი განვითარების შედეგია, რომელმაც მთლიანკვეთიანი ძელი შეცვალა უფრო ხარისხიანი, ესთეტიკურად მიმზიდველი, შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლების მქონე კონსტრუქციით. ევროპაში, დაწებებული ძელების წარმოების საქმეში, წინა პოზიციებზე ისეთი ქვეყნებია, როგორებიცაა ავსტრიის რესპუბლიკა (28%), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (26%), იტალიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, ფინეთის რესპუბლიკა და დანიის სამეფო. ევროპელი მწარმოებლების ძირითადი პროდუქციაა ფიცრულ-დაწებებული ძელი, რომელსაც იყენებენ მზიდი კონსტრუქციების (კოჭი, თაღი, სვეტი) ძირითადი ელემენტებისათვის სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების აშენებისას. დაწებებული ძელი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, რომელიც გამოიყენებს ევროპაში დამზადებული დაწებებული ძელის 33%-ს, იტალიის რესპუბლიკა – 27%-ს. აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში დაწებებული ძელის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია იაპონია, სადაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაახლოებით ნახევარი ამ მასალით შენდება. დაწებებული ძელი ძირითადად გამოიყენება შენობის კარკასის რიგელებად, დგარებად და ქვედა საყრდენ ძელებად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები