დეალთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეალთი (ინგუშ. Деалти – „ადგილის ღმერთი“) – ადგილის მფარველი ღვთაება ვაინახური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მისი სახელობის საკულტო ნაგებობა (დაახლ. 8 ხ 3, 5 მ.) ხამხის თემში არსებულ ხოხურის მთაზე იდგა, სადაც ყოველწლიურად მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა და დეალთის სახელზე ლოცვა აღევლინებოდა. სამლოცველოს აშენებამდე ხალხი დეალთის სახელობაზე კლდოვანი მთის ზემოთ ლოცულობდა. საკულტო ადგილის გადატანა, როგორც წესი, კულტმსახურის წინასწარმეტყველური სიზმრით იყო ნაკარნახევი.
ლიტერატურა
- Ахриев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004.