დებიუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დებიუტი − (ფრანგ. debut – დასაწყისი), მსახიობის საერთოდ პირველი გამოსვლა სცენაზე ან რომელიმე პროფესიულ თეატრში. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, დებიუტი იქცა მსახიობის გამოცდად დასში ჩარიცხვის წინ დიდ თეატრებში მსახიობებს ეძლეოდათ სამი, საფრანგეთში 10 დებიუტის უფლება. თანამედროვე თეატრში ეს პრაქტიკა აღარ არსებობს და დებიუტად ითვლება მსახიობის პირველი გამოსვლა სცენაზე.