დედაბერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დედაბერი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი. დედაბერის ორი ტიპია ცნობილი, ერთი განასახიერებს სიკეთეს, არის ჰუმანური, კეთილშობილი, გულჩვილი, კაცთა მოდგმის თანამგრძნობელი; ზღაპრის დადებით პერსონაჟებს ექომაგება. კეთილი დედაბერი განსაკუთრებით თავს იჩენს სოციალურად ჩაგრულ გმირებთან ურთიერთობაში (მაგ. გერი). მეორე ტიპი დედაბერისა განასახიერებს ბოროტებას. ახასიათებს მითიური ნიშნები ზოგჯერ განაგებს სტიქიურ მოვლენებს და ტყის ბინადართა პატრონ-მფარველია, შეიარაღებულია ჯადოსნური საგნებით ბოროტი და კაცთმოძულეა. დედაბერის სახე საერთაშორისო გავრცელებისაა.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- ოქროშიძე თ., ქართული ფანტასტიკური ზღაპრის მხატკრული სახეები (დედაბერი), ქართ. ფოლკლ., I-II, 1964.