დედაბრული კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაბრული კვანძი
დედაბრული კვანძი

დედაბრული კვანძი - ეს არის ერთმანეთის მიმდევრობით, ერთიმეორეზე, ერთიდაიმავე მიმართულებით შეკრული ორი ნახევარკვანძი.


ამ კვანძს ქალები იყენებენ თავშალის გამოსაკვანძად და დასახელებაც ამით არის განპირობებული. დედაბრული კვანძი მეტი არაფერში გამოდგება და უფრო იმის ნიმუშია, რაც საზღვაო საქმეში არასოდეს უნდა გამოვიყენოთ. შემთხვევითი არაა, რომ ამ კვანძს აგრეთვე “სულელურს” და “ყალბს” უწოდებენ. ეს კვანძი სრიალებს და არ იკვრება, ხოლო თუ შეიკრა, მისი გახსნა, ხშირად, შეუძლებელია.


ამ კვანძს ზემოთ ნათქვამი მუხანათური თვისებების გამო, ზღვაში თუ ხმელეთზე ბევრი უბედურება დაუტრიალებია და მრავალი სიცოცხლეც შეუწირავს. ცხოვრების ირონიით, სატაკელაჟო საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თუ კვანძის შეკვრა დასჭირდა, როგორც წესი, ის ამ კვანძს იყენებს. ზოგჯერ მისი გამოყენებით არაფერი შავდება, მაგრამ ის ყოველთვის უვარგისია სხვადასხვა დიამეტრის თოკების გადასბმელად. სამწუხაროდ, ამ კვანძს ბევრი იყენებს, რადგანაც ზემოთქმულის შესახებ არაფერი იცის.



წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები